loader

თურქეთში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაში ბრალდებული 12-დან 14 წლამდე მოზარდია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქეთში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაში ბრალდებული 12-დან 14 წლამდე მოზარდია

თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაში ბრალდებული 12-დან 14 წლამდე მოზარდია. "ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, აღნიშნულ ცნობას ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ავრცელებს.
ქვეყნის პირველი პირის განმარტებით, აფეთქების უკან ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოა", რომლის სამიზნე ქურთი წყვილის ქორწილი გახდა.

გაზიანთეფი სირიას ემეზობლება. გავრცელებული ცნობით, მას დაეშის მებრძოლები საკუთარ დასაყრდენად იყენებენ.
ტერაქტის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა. 100-მდე ადამიანი დაშავდა, მათგან 17 ამ დროისთვის მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. გამოცემის თანახმად, თვითმკვლელს "ისლამურ სახელმწიფოსთან" ჰქონდა კავშირი და 2 სამართალდამცველის მკვლელობა ედებოდა ბრალად.