loader

ზღვა ხალხი დედა ტერეზას წმინდანად შერაცხვის ცერემონიაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზღვა ხალხი დედა ტერეზას წმინდანად შერაცხვის ცერემონიაზე

კათოლიკურმა ეკლესიამ დედა ტერეზა წმინდანად შერაცხა. ცერემონია პაპმა ფრანცისკემ რომში წმინდა პეტრეს მოედანზე ადგილობრივი დროით 10:30 საათზე დაიწყო. მას ათასობით ადამიანი ესწრებოდა.
დედა ტერეზა ალბანელი კათოლიკე მონაზონი იყო, რომელმაც ორგანიზაცია "ქველმოქმედების მისიონერები" დააფუძნა და 1979 წელს ჰუმანიტარული საქმიანობისთვის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. მან 40 წლის განმავლობაში თავი კალკუტის ღარიბთა, დავრდომილთა და ობოლთა მოვლას მიუძღვნა ინდოეთში.
მისიონერთა ორგანიზაციის ზრდასთან ერთად, მისი წევრები სხვა ქვეყნებშიც იწყებდნენ საქველმოქმედო საქმიანობას და უკვე 1970-იანი წლებისთვის დედა ტერეზა მსოფლიოში განთქმული გახდა ჰუმანიტარული საქმიანობისა და ღარიბთა და უმწეოთა დახმარებისთვის. გარდაცვალების შემდეგ რომის პაპმა იოანე პავლე II-მ იგი ნეტარად შერაცხა.