loader

სააკაშვილი, ბუნიათიშვილი, კიკაბიძე, ევგენიძე და "სუხიშვილები" ოდესაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სააკაშვილი, ბუნიათიშვილი, კიკაბიძე, ევგენიძე და "სუხიშვილები" ოდესაში

ოდესაში კონცერტი გაიმართა, რომელსაც გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო. კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ: ბუბა კიკაბიძე, ხატია ბუნიათიშვილი, დათო ევგენიძე ბენდთან ერთად და "სუხიშვილები".

"ოდესაში მრავალი ათასი მაყურებელი თითქმის 3 საათი ტკბებოდა ქართველი ვარსკვლავების კონცერტით, რომელიც ოდესის მსოფლიოში სახელგანთქმული ოპერის წინ გაიმართა. მეც სიამაყით ვიყავი აღსავსე იმით, რომ ასეთი ნიჭიერი ერი ვართ და ამხელა სახელი გვაქვს ყველგან, მათ შორის, კარგი მუსიკოსებით განებივრებულ ოდესაში.

ასევე ვამაყობ, რომ სუხიშვილები, რომლებიც სიმბოლურ ჰონორარს დასჯერდნენ ოდესის კონცერტისთვის, არ გაიყიდნენ ძალიან დიდ ფულზე და უარი თქვეს ოკუპირებულ ყირიმში გამოსვლაზე. ყველა უკრაინელისა და ჩემგანაც დიდი მადლობა ნინოს, ილიკოს და მათ განსაკუთრებულ კოლექტივს. ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ ხატიაც, ბუბაც და დათოც პრინციპულად უარს ამბობენ რუსეთში გამოსვლაზე", - წერს სააკაშვილი "ფეისბუკგვერდზე".