loader

სისხლის მდინარეები ბანგლადეშის დედაქალაქის მსხვერპლშეწირვის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სისხლის მდინარეები ბანგლადეშის დედაქალაქის მსხვერპლშეწირვის შემდეგ

ბანგლადეშის დედაქალაში გადაღებულმა ფოტოებმა მსოფლიო შოკში ჩააგდო - ქვეყნის დედაქალაქის ქუჩები სისხლის მდინარეებმა დაფარა.

სამშაბათს დაკაში ადგილობრივი დღესასწაული იზეიმეს, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ცხოველების მსხვერპლშეწირვაა. დღესასწაულს ძლიერი წვიმები დაემთხვა, რამაც რამდენიმე უბანი დატბორა (ქალაქის გაუმართავი საკანალიზაციო სისტემის გამო, დაკა ხშირად იტბორება), წყალს სისხლი შეერია და ასე წარმოიშვა ქალაქში სისხლის მდინარეები.

მსვერპლშეწირვის რიტუალისთვის ადგილობრივები ასობით ცხოველს კლავენ და ხორცს გაჭირვებულებს ურიგებენ. ხელისუფლებამ წელს მსხვერპლშეწირვისთვის სპეციალური ადგილები გამოყო ქალაქგარეთ, თუმცა ზოგიერთი ადგილობრივი მითითებებს არ დაემორჩილა და საკუთარი სახლის ეზოში და ქუჩაში დაკლა ცხოველი.