loader

"არ ვიპარავდით, "კაპიკიც" არ წაგვიღია და ეს ხალხს კარგად ახსოვს" - სააკაშვილი მოახლოებულ არჩევნებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ ვიპარავდით, "კაპიკიც" არ წაგვიღია და ეს ხალხს კარგად ახსოვს" - სააკაშვილი მოახლოებულ არჩევნებზე

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ შოუში იყო მიწვეული, სადაც მან სხვა თემებთან ერთად, საქართველოზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ეჭვი არ ეპარებოდა იმაში, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებს მოიგებს.

"მე, ფაქტიურად, ეჭვიც არ მეპარება, რომ ისინი მოიგებენ. იქ ჩვენ ძალიან ძლიერი ორგანიზაცია გვაქვს. სათავეში მოვიდა რუსი ოლიგარქი, "გაზპრომის" აქციონერი. მან მაიძულა, რომ ქვეყანა დამეტოვებინა. მან დააპატიმრა მთავარი ლიდერები... ახლა კი მთელი დღეები დარბის და ყვირის, რომ მათი მთვარი მტერი "ნაციონალური მოძრაობაა". ანუ კვლავ ჩვენ გვიპირისპირდება და რას გვიჩვენებს ეს? იმას, რომ პარტია არ დაშლილა. ჩვენ გვქონდა იდეოლოგია. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიპარავდით, ჩვენ ერთი "კაპიკიც" არ წაგვიღია. ხალხმა ეს ძალიან კარგად იცის. რატომ შევნარჩუვდით და არ გავუჩინარდით? იმიტომ რომ ხალხი ხედავდა რას ვაკეთებდით და რომ არ ვიპარავდით, მათ ეს ახსოვთ".