loader

პირველი კადრები ბარსელონადან, სადაც აფეთქებას საცხოვრებელ სახლში მსხვერპლი მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი კადრები ბარსელონადან, სადაც აფეთქებას საცხოვრებელ სახლში მსხვერპლი მოჰყვა

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, შემთხვევის შდეგად 15-მა მცხოვრებმა დაზიანება მიიღო, მათგან 2 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

"ინდეფენდენტის" ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე მოხდა. ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა და სამაშველო სამსახურებმა აღნიშნული შენობიდან და მეზობელი ბინებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს.
აფეთქების გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.