loader

"ჩემი ძმა გახდება, ჩემი და ციცინათელებს მოუგროვებს" - 6 წლის ამერიკელი ბიჭის წერილი, რომელიც ობამას სირიელი ბიჭუნას ჩაყვანას სთხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემი ძმა გახდება, ჩემი და ციცინათელებს მოუგროვებს" - 6 წლის ამერიკელი ბიჭის წერილი, რომელიც ობამას სირიელი ბიჭუნას ჩაყვანას სთხოვს

ალეპოზე საჰაერო თავდასხმისას 5 წლის სირიელი ბიჭი ომრან დაქნიში დაიჭრა გასულ თვეს. ამ ფაქტის გაგებისას 6 წლის ნიუ იორკის მცხოვრებმა ალექსმა ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას წერილი მიწერა თხოვნით "შეგიძლიათ რომ ის აქ ჩამოიყვანოთ, რომ ჩემი ოჯახის წევრი გახდეს?"

ალექსის წერილმა მთელ ინტერნეტ სივრცეში დიდი გამოხმაურება პოვა და ყველას გული აუჩუყა. თეთრმა სახლმა ბიჭის იდეო მიმართვა გაასაჯაროვა: "მას საკუთარ ოჯახში მივიღებთ, ჩემი ძმა გახდება. კეტრინი ჩემი პატარა და, ციცინათელებს მოუგროვებს. სკოლაში სირიელი მეგობარი მყავს ომარი და მას გავაცნობ. შეგვეძლება ერთად ვითამაშოთ" - ნათქვამია ალექსის ობამასადმი გაგზავნილ წერილში.