პირველი კადრები ბუდაპეშტიდან, სადაც ძლიერი აფეთქება მოხდა
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტის ცენტრალურ რაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი სამართალდამცველი დაშავდა. საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ცნობით, აღნიშნულ ინფორმაციას უნგრეთის ხელისუფლება ავრცელებს. აფეთქება გუშინ ადგილობრივი დროით 22:30 საათზე ოქტოგონის მოედნის სიახლოვეს მდებარე სავაჭრო ცენტრის პირველ სართულზე მოხდა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. პოლიციის თანამშრომლებმა ტერიტორია ალყაში მოაქციეს და ინციდენტის სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობას საცხოვრებელი სახლების დროებით დატოვებისკენ მოუწოდეს.
გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. აფეთქების მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.