loader

მოსალოდნელია დამანგრეველი მიწისძვრები, რომლებიც 23 000 ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს - იაპონიის მთავრობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსალოდნელია დამანგრეველი მიწისძვრები, რომლებიც 23 000 ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს - იაპონიის მთავრობა

იაპონიის ხელისუფლების განცხადებით, მოსალოდნელია დამანგრეველი მიწისძვრები, რომლებიც 23 000 ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს. გაფრთხილებას მინისტრთა კაბინეტის, კატასტროფათა მართვის გუნდი ავრცელებს. მათ მოსალოდნელი სტიქიის ამსახველი ვიდეოსიმულაცია გამოაქვეყნეს.

მეცნიერების მტკიცებით, უახლოეს მომავალში, ტოკიოსა და ცენტრალურ იაპონიაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდება.

ანგარიშის თანახმად, წინასწარი შეფასებით, დაინგრევა 610 000 შენობა, 13 მილიონი მოქალაქე წყლის გარეშე დარჩება, 7.2 მილიონ ადამიანს თავშესაფრის ძებნა მოუწევს, განადგურდება სატელეფონო ქსელების 90% და სავარაუდო ეკონომიკური ზარალი 950 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ვიდეოსიმულაციაში მოსახლეობას მოუწოდებენ, მოიმარაგონ საკვები პროდუქტისა და წყლის მინიმუმ 3 დღის მარაგი, რომელიც მუდამ თან უნდა იქონიონ.