loader

ამერიკელმა მეცნიერებმა აქამდე შეუძლებელი ნაბიჯი გადადგეს: პირველი ჩვილი, რომელიც "სამი ადამიანის" შვილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამერიკელმა მეცნიერებმა აქამდე შეუძლებელი ნაბიჯი გადადგეს: პირველი ჩვილი, რომელიც "სამი ადამიანის" შვილია

პირველი ბავშვი დაიბადა, რომლის ჩასახვისას გამოიყენეს ახალი ტექნიკა, ე.წ. სამი ადამიანი. უკვე ხუთი თვის ბიჭუნა როგორც დედ-მამის დნმ-ს, ასევე, მცირედ მოხალისე დონორის გენეტიკურ კოდს ატარებს. ამერიკელმა მეცნიერებმა ამ სფეროს განვითარებაში აქამდე შეუძლებელი ნაბიჯი გადადგეს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს არის ახალი პერიოდის დასაწყისი და უამრავ წყვილს დაეხმარება, რომელთაც გენეტიკური პრობლემები აქვთ. მეცნიერები საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ ჯერ ამ მეთოდის ფართოდ გამოყენება არ მოხდება, რადგან განაყოფიერების ახალ სისტემას დაკვირვება და სიღრმისეული შესწავლა სჭირდება.