loader

ტრამპის სკანდალური განცხადება: ამერიკიდან 3 მილიონამდე მიგრანტის დეპორტაცია მოხდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრამპის სკანდალური განცხადება: ამერიკიდან 3 მილიონამდე მიგრანტის დეპორტაცია მოხდება

აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებას გეგმავს.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია CBS-თან საუბრისას განაცხადა.
ინტერვიუ ეთერში ჯერ არ გასულა, თუმცა ტელეკომპანიამ გაავრცელა ანონსი, სადაც ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-დან 3 მილიონი მიგრანტის დეპორტირებაც მოხდება.
„იმ ადამიანების დეპორტაციას ვაპირებთ, ვინც დამნაშავეები არიან და კრიმინალური წარსული აქვთ, არიან ნარკოტიკებით მოვაჭრეები და სხვადასხვა ბანდის წევრები. ასეთი ადამიანების რაოდენობა 2-3 მილიონია. ჩვენ ან მათ დეპორტაციას მოვახდენთ, ან ციხეში ჩავსვამთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ინტერვიუ ტელეკომპანია CBS-ის გადაცემა "60 წუთში" გავა.