loader

რა სასჯელი განუსაზღვრეს ძიძას, რომელმაც 4 წლის გოგონას თავი მოჰკვეთა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა სასჯელი განუსაზღვრეს ძიძას, რომელმაც 4 წლის გოგონას თავი მოჰკვეთა?

მოსკოვის ხოროშევსკის რაიონულმა სასამართლომ მცირეწლოვანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ძიძის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების გადაწყვეტილება მიიღო. გულჩეხრა ბობოკულოვა მიმდინარე წლის 29 თებერვალს მოსკოვში, მეტროსადგურ "Октябрьское поле" -ს ტერიტოტრიაზე დააკავეს, მას ხელში 4 წლის გოგონას მოკვეთილი თავი ეჭირა. თვითმხილველების თქმით, ქალი თავს ტერორისტად ასაღებდა და აფეთებით იმუქრებოდა. გამოძიების თანახმად, ბობოკულოვა მოკლული გოგონას ძიძა იყო, მან ჯერ მოკლა ბავშვი, შემდეგ თავი მოჰკვეთა და ბინაში ხანძარი გააჩინა. დაკავების დღიდან ბობოკულოვა ფსიქიატრების დაკვირვების ქვეშ იმყოფება, მედიკოსებმა მას ქრონიკული ფსიქოზის დიაგნოზი დაუსვეს.