loader

ვლადიმერ პუტინი ბიჭუნას: "რუსეთის საზღვრები არსად მთავრდება" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვლადიმერ პუტინი ბიჭუნას: "რუსეთის საზღვრები არსად მთავრდება"

რუსეთის საზღვრები არსად მთავრდება, - ამის შესახებ დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვებთან გეოგრაფიაში მცირე გამოცდა ჩაატარა და თავადვე უპასუხა კითხვას იმის შესახებ, თუ სად მთავრდება რუსეთის საზღვრები.

საზღვრების შესახებ საუბარი რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების პრემიის გადაცემის ცერემონიაზე შედგა, რომლის თავმჯდომარეც რუსეთის ლიდერია. მას ხუთი და ცხრა წლის ბავშვები გააცნეს, რომლებმაც ამ საგანში რამდენიმე ოლიმპიადაში გაიმარჯვეს. პუტინმა ერთ-ერთს ჰკითხა, სად მთავრდება რუსეთის საზღვრები. როდესაც ბავშვმა პასუხის გაცემა დაიწყო, პრეზიდენტმა მას საუბარი შეაწყვეტინა და განაცხადა, რომ "რუსეთის საზღვრები არსად მთავრდება".