loader

პარიზში შეიარაღებულმა მამაკაცმა მძევლად შვიდი ადამიანი აიყვანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარიზში შეიარაღებულმა მამაკაცმა მძევლად შვიდი ადამიანი აიყვანა

პარიზში შეიარაღებულ მამაკაცს შვიდი ადამიანი მძევლად ჰყავს აყვანილი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "ფრანსპრესი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მამაკაცი ძარცვის მიზნით ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში, პარიზის სამხრეთით, მასენას ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზეა შეჭრილი. მათივე ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორია სამართალდამცავებს აქვთ შემოსაზღვრული. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

ჯერჯერობით უცნობია, მძევლების გათავისუფლებაზე დაიწყო თუ არა მოლაპარაკებები. ადგილობრივი პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან.