ჩეჩნეთში მოცეკვავე შუა ცეკვის დროს სცენაზე მოკვდა
48 წლის ჰუსაინოვ რ. ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახალხო არტისტთან, ლიზა ახმატოვასთან ერთად კონცერტზე გამოდიოდა, როდესაც მოულოდნელად ცუდად გახდა და სცენაზე დაეცა. მომღერალს და მაყურებელს თავდაპირველად ეგონა, რომ ეს შოუს ელემენტი იყო, მაგრამ შემდეგ მუსიკა გააჩერეს და შეეცადნენ, მოცეკვავეს დახმარებოდნენ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მამაკაცს გული გაუჩერდა.