loader

ფინეთში ქალაქის მერი და ორი ჟურნალისტი დაცხრილეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფინეთში ქალაქის მერი და ორი ჟურნალისტი დაცხრილეს

ფინეთის ქალაქ იმატრაში ქალაქის მერი და ორი ჟურნალისტი დაცხრილეს. ამის შესახებ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით "როიტერი" იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, მსხვერპლთა შორის არის ქალაქის საბჭოს ხელმძღვანელი თიინა ვილენ-იაპინენი.
ცნობილია, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი, კრიმინალური წარსულის მქონე, 23 წლის ადგილობრივი მცხოვრები უკვე დააკავეს. ის პოლიციას შემთხვევის ადგილზე ნებაყოფლობით ჩაბარდა.
ამ დროისთვის მკვლელობის მოტივი უცნობია. პოლიციის განცხადებით, ჩანს, რომ მსხვერპლი შემთხვევით იყო შერჩეული.