loader

ტერაქტის ორგანიზატორებს სურდათ, მსხვერპლი რაც შეიძლება დიდი ყოფილიყო - რამდენი ეჭვმიტანილია დაკავებული? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტერაქტის ორგანიზატორებს სურდათ, მსხვერპლი რაც შეიძლება დიდი ყოფილიყო - რამდენი ეჭვმიტანილია დაკავებული?

თურქეთის პოლიციამ სტამბოლის აფეთქებებში ეჭვმიტანილი 10 პირი დააკავა. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, თავდასხმის ობიექტი პოლიციელების ავტობუსი იყო, ხოლო ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციური მართვის პულტით იმართებოდა.

სტამბოლის ცენტრში, Vodafone Arena-სთან ორი აფეთქება წუხელ მოხდა. შედეგად დაიღუპა 29 ადამიანი, რომელთაგან 27 პოლიციელია და 166 დაშავდა. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ტერაქტის ორგანიზატორებს სურდათ, რომ მსხვერპლი რაც შეიძლება დიდი ყოფილიყო.