loader

თურქეთში რუსეთის ელჩს ესროლეს - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქეთში რუსეთის ელჩს ესროლეს - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან

თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი ჰოსპიტალიზებულია. თურქული მედიის ცნობით დიპლომატზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.
თურქული ტელეკომპანია NTV-ს ინფორმაციით, დიპლომატზე თავდასხმა ანკარაში, ფოტოგამოფენაზე მოხდა, სადაც ის სიტყვით უნდა გამოსულიყო. რუსეთის ელჩი მძიმე ჭრილობებით საავადმყოფოში მოათავსეს.
რუსეთის საელჩოს მომხდარის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მასთან ერთად დაჭრილია კიდევ სამი ადამიანი.