loader

ძლიერი აფეთქება მექსიკაში - ფოიერვერკების ბაზრობაზე 29 ადამიანი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძლიერი აფეთქება მექსიკაში - ფოიერვერკების ბაზრობაზე 29 ადამიანი დაიღუპა

მექსიკაში, ფოიერვერკების ბაზრობაზე აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 29 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია ათობით მოქალაქე. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიციის, ექსპერტებისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები, რომლებიც დაშავებულებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას უწევენ.
13 ბავშვს, რომლებმაც სხეულის 90 პროცენტზე მეტი დამწვრობა მიიღეს, სამკურნალოდ აშშ-ში გააგზავნიან. შემთხვევა მეხიკოდან 32 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ ტულტეპეკის პიროტექნიკის ბაზრობაზე მოხდა. შემთხვევის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება ჯერ არ საუბრობს. წინასწარი ვარაუდით, აფეთქება უსაფრთხოების ზომების არასათანადო დაცვის გამო მოხდა.