loader

(+18) ISIS-ი აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც 2 თურქ სამხედროს ცოცხლად წვავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

(+18) ISIS-ი აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც 2 თურქ სამხედროს ცოცხლად წვავენ

ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც თურქეთის შეიარაღებული ძალების ორ ჯარისკაცს ცოცხლად წვავენ. აღნიშნული ვიდეო ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა, რის შედეგადაც თურქეთმა თავის ტერიტორიაზე დაბლოკა წვდომა ისეთ საიტებზე, როგორებიც არის Twitter, Facebook და YouTube.
ვიდეოში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტერორისტული დაჯგუფების წევრი თურქულ ენაზე თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს აკრიტიკებს.
ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტერორისტულ დაჯგუფებასთან დაკავშირებულმა საინფორმაციო სააგენტო "ამაყმა" გასულ თვეს განაცხადა, რომ დაჯგუფებამ ორი თურქი ჯარისკაცი გაიტაცა, რაც თავის მხრივ, თურქეთის შეიარაღებულ ძალებშიც დაადასტურეს.