loader

ტაივანელი პოლიტიკოსის ვაჟმა მამის დაკრძალვაზე 50 სტრიპტიზიორი აცეკვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტაივანელი პოლიტიკოსის ვაჟმა მამის დაკრძალვაზე 50 სტრიპტიზიორი აცეკვა

ტაივანელი პოლიტიკოსის ვაჟმა მამის დაკრძალვაზე 50 სტრიპტიზის მოცეკვავე მიიწვია, - ამის შესახებ წერს The Sun. ტუნგ ქსიანგი სამხრეთ-დასავლეთ ტაივანის ქალაქ ცზიაის ადმინისტრაციაში 20 წლის განმავლობაში მაღალ პოსტებს იკავებდა და როგორც მისი შვილი აცხადებს, "მხიარული წვეულებების მოყვარული" იყო. ოჯახი და ახლობლები გარდაცვლილ პოლიტიკოსს 3 იანვარს გამოემშვიდობნენ, ხოლო შემდეგ ქალაქის ქუჩებში გამოვიდა პროცესია, რომელშიც 200-ზე მეტი ავტომანქანა შედიოდა, რომელთაგან 50-ში სტრიპტიზიორები ცეკვავდნენ.