loader

მადონამ დონალდ ტრამპს უცენზურო სიტყვებით მიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მადონამ დონალდ ტრამპს უცენზურო სიტყვებით მიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში საპროტესტო აქცია, "ქალების მსვლელობა ვაშინტონში" გაიმართა. "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის ინფორმაციით, აქციაში რამდენიმე ასეული ათასი მოქალაქე მონაწილეობდა. ისინი ქალთა უფლებების დასაცავად და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ სხვადასხვა დროს ქალებზე გაკეთებული განცხადებების გასაპროტესტებლად გამოვიდნენ. დემონსტრანტთა ნაწილი ტრამპის პრეზიდენტად არჩევასა და მის პოლიტიკურ შეხედულებებსაც გმობდა.

ვაშინგტონში გამართულ აქციაზე ცნობილი სახეებიც გამოჩდნენ. დემონსტრანტებს სიტყვით მომღერალმა მადონამ მიმართა.