loader

ომსკში ბოროტმოქმედმა 13 წლის გოგონა მძევლად აიყვანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ომსკში ბოროტმოქმედმა 13 წლის გოგონა მძევლად აიყვანა

ქალაქ ომსკის გარეუბანში მდებარე კერძო სახლში ყოფილი პატიმარი შეიჭრა და 13 წლის გოგონა მძევლად აიყვანა. რუსული მედიის ინფორმაციით, სახლში მოზარდის ბებიაც იმყოფებოდა, რომელმაც ეზოში გამოსვლა მოასწრო.
ბოროტმოქმედი მოზარდს ნარკოტიკებისთვის ფულს სთხოვდა და დანით ემუქრებოდა.
13 წლის გოგონამ სამაშველო სამსახურთან მობილური ტელეფონით დაკავშირება მოახერხა, თუმცა ოპერატორისთვის მხოლოდ მისამართის თქმა შეძლო.
რამდენიმე წუთში პოლიციელები ადგილზე მივიდნენ და მძევლის გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო. სამართალდამცველებმა მოზარდი ტყვეობიდან მალევე გაათავისუფლეს.
13 წლის გოგონასთან ფსიქოლოგები მუშაობენ. ბოროტმოქმედი დაკავებულია.