loader

რას მოუტანს განათლება და თავისუფლება ხალხს ჟირინოვსკის აზრით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას მოუტანს განათლება და თავისუფლება ხალხს ჟირინოვსკის აზრით

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვლადიმერ ჟირინოვსკის მორიგი ოდიოზური გამოსვლა, სადაც ის თავისუფლებასა და მის შედეგებს თავისებურად განიხილავს: "რაც უფრო განათლებულია ხალხი, მით მალე მოხდება რევოლუციები და ყველას გაგვყრიან. ყველა რევოლუციას განათლებული ახალგაზრდები აწყობენ. ისინი შავი სამუშაოს შესრულებას აღარ ისურვებენ და ამიტომ მიგრანტების მოწვევა მოგვიწევს, რაც დანაშაული ზრდას გამოიწვევს... აი, განათლებული ევროპელები არ კადრულობენ იმ საქმის გაკეთება, რასაც გაუნათლებელი აზიელები არ თაკილობენ. რას მიიღებთ განათლების მიცემით? - ისინი მეტ თავისუფლებას მოითხოვენ... რას მოიტანს ბავშვებისთვის თავისუფლების მინიჭება? - ისინი მეტ უფლებებს მიიღებენ და მშობლებს ციხეში გაუშვებენ - დარეკავენ და იტყვიან: "მამამ დამარტყა, დედამ დამსაჯა და ა. შ." ამის გამო კი სხვა ადამიანები დედობას და მამობას აღარ ისურვებენ. მალე არჩევნები ინტერნეტით ჩატარდება და ვის აირჩევენ? - მათ, ვინც მეტ თავისუფლებას მისცემს და არა ჩვენ. აი, რას მოიტანს თავისუფლება!"