კადრები იახტიდან, რომელშიც 339,5 მილიონის კოკაინი ინახებოდა
ავსტრალიელმა სამართალდამცველებმა სიდნეიში 1,5 ტონა კოკაინი ამოიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერი" ავრცელებს. როგორც ცნობილი გახდა, ოპერაცია გვიან ღამით ჩატარდა. პოლიციამ ინფორმაცია მიიღო, რომ ერთ-ერთ იახტაზე 339,5 მილიონი დოლარის ოდენობის კოკაინი ინახებოდა. დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი დაკავებულია. აქედან 5 ავსტრალიის მოქალაქეა.