loader

კიმ ჩენ ინმა დაუდგენელი ტიპის რაკეტა გამოსცადა - ნახეთ მისი ემოცია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კიმ ჩენ ინმა დაუდგენელი ტიპის რაკეტა გამოსცადა - ნახეთ მისი ემოცია

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ მორიგი რაკეტა გამოსცადა. ამჯერად რაკეტის ტიპი უცნობია. ობიექტი ჩრდილოეთ კორეის დასავლეთ ნაწილიდან გაუშვეს. სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ რაკეტის გამოცდა საფრთხედ აღიქვა. ქვეყნის თავდაცვის უწყების თქმით, სამხრეთ კორეა მსგავსი პროვოკაციების მოსაგერიებლად მზადაა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა საახალწლო მიმართვაში მოსახლეობას აუწყა, რომ ქვეყანა მალე ახალ საერთაშორისო ბალისტიკურ რაკეტას გამოცდის. ექსპერტების ვარაუდით, ფხენიანმა შესაძლოა, სწორედ ეს საერთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.