loader

ესპანეთის სასამართლომ პრინცესა კრისტინა გაამართლა, ხოლო მის მეუღლეს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ესპანეთის სასამართლომ პრინცესა კრისტინა გაამართლა, ხოლო მის მეუღლეს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ესპანეთის მეფის და ინფანტა კრისტინა დე ბურბონი ფინანსური მაქინაციის საქმეში სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო, ხოლო მის მეუღლეს ინიაკი ურდანგარინის 6 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქ პალმა დე მაიორკას სასამართლომ მიიღო.

"სასამართლომ გაამართლა კრისტინა დე ბურბონი იმ დანაშაულებში, რომლებშიც ბრალი ედებოდა", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში. ამავდროულად, ინფანტას მოუწევს 265 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა, ვინაიდან სარგებელი ნახა იმ დანაშაულიდან, რომელიც მისმა მეუღლემ ჩაიდინა.

თავის მხრივ, ინიაკი ურდანგარინი დამნაშავედ სცნო სასამართლომ თაღლითობაში, კავშირების გამოყენებაში, სახელმწიფო ხაზინის წინააღმდეგ დანაშაულებში. გარდა თავისუფლების 6 წლით და 3 თვით აღკვეთისა, მან ასევე უნდა გადაიხადოს 512 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა. მხარეებს შეუძლიათ გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილება.

პროკურატურის მონაცემებით, საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ნოოსის ინსტიტუტი", რომლის ხელმძღვანელობში შედიოდა ურდანგარინი და მისი ყოფილი საქმიანი პარტნიორი დიეგო ტორესი, წარმოადგენდა შირმას ბალეარის კუნძულებისა და ვალენსიის ბიუჯეტებიდან მსხვილი თანხების მისაღებად, რომლის ათვისება შემდგომში ვიწრო ჯგუფის მიერ ხდებოდა.