loader

ძლიერი აფეთქება, რომელსაც 48 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძლიერი აფეთქება, რომელსაც 48 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სირიაში ქალაქ ალ-ბაბის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში აფეთქების შედეგად 48 ადამიანი დაიღუპა, - იუწყება Sky News Arabia.

აქამდე ტელეარხმა Al Jazeera ინფორმაცია 30 დაღუპულზე გაავრცელა. ტელეარხის ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი მანქანაში აიფეთქა.

ტერორისტული აქტი „სირიის თავისუფალი არმიის“ წარმომადგენლებზე იყო მიმართული.
23 თებერვალს „სირიის თავისუფალი არმიის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქალაქი ალ-ბაბი სრულად გათავისუფლებულია „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებისგან.