loader

რა სიგნალს გადასცემს ელისაბედ მეორე საკუთარ დაცვას ხელჩანთის საშუალებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა სიგნალს გადასცემს ელისაბედ მეორე საკუთარ დაცვას ხელჩანთის საშუალებით

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე თავის მომცრო ზომის ჩანთებს ყველა ღონისძიებაზე ხელზე გადაკიდებულს ატარებს. როგორც ირკვევა, ამ ჩანთებს მხოლოდ აქსესუარის ფუნქცია არ გააჩნია, მათი საშუალებით დედოფალი დაცვის წევრებს სიგნალს უგზავნის, როდესაც მოსწყინდება საუბარი და უნდა, რომ თავაზიანად გამოვიდეს სიტუაციიდან.
როდესაც დედოფალს ჩანთა ერთი ხელიდან მეორეში გადააქვს, ეს ნიშნავს, რომ მას მოსაუბრესთან საუბრის დასრულება სურს. როდესაც ადგილის დატოვება სურს, მონარქი ხელჩანთას მაგიდაზე შემოდებს ხოლმე. როდესაც თითზე ბეჭდის ტრიალს იწყებს, ეს ნიშნავს, რომ სასწრაფოდ სურს გაეცალოს მოსაუბრეს.