loader

პუტინის საყვარელი ჟურნალისტი, რომელსაც პრეზიდენტმა შარვალი აჩუქა: нтв-ს პროპაგანდისტული რეპორტაჟი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პუტინის საყვარელი ჟურნალისტი, რომელსაც პრეზიდენტმა შარვალი აჩუქა: нтв-ს პროპაგანდისტული რეპორტაჟი

ტელეკომპანია нтв-ს ეთერში პროპაგანდისტული რეპორტაჟი, სახელწოდებით "პუტინის კაცი" გავიდა.

სიუჟეტში ნათქვამია, რომ გაზეთ "კომერსანტის" მიმომხილველი და ჟურნალ "რუსული პიონერის" მთავარი რედაქტორი ანდრეი კოლესნიკოვი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ცხოვრების უნიკალური მოწმეა. მასთან ერთად ჟურნალისტმა ნახევარი დედამიწა შემოიარა და არაერთი ინტერვიუ ჩაუწერია რუსეთის ლიდერთან.

ანდრეის ბევრი "პუტინის საყვარელ ჟურნალისტად" მიიჩნევს, მაგრამ თავად საკუთარ თავს "პრეზიდენტის მთავარ ჟურნალისტს" უწოდებს. "არცერთ ჟურნალისტს უმუშავია მასთან ამდენი ხანი და ამ რეჟიმში", - ამბობს კოლესნიკოვი.
ერთხელ მან სრულიად გულჩვილი პუტინი იხილა. ეს მოხდა ორენბურგის ოლქში, სადაც პუტინმა ველურ ცხენებს საჭმელი აჭამა. "ალბათ, მაშინ შემეძლო მესარგებლა და მისთვის ნებისმიერი კითხვა დამესვა.
ამიტომ არანაირი კითხვა არ დამისვამს", - ამბობს ჟურნალისტი.
ერთხელ ოფიციალურ ვიზიტზე დახეული ჯინსებით მისულ ანდრეის პუტინმა ჰკითხა, რატომ გაცვია დახეული შარვალიო, რაზეც მან უპასუხა, ახალი შარვალია, ახლა მოდაა ასეთიო. პუტინმა კი - ჩემნაირ, ნორმალურ შარვალს გიყიდიო, მიუგო.
კოლესნიკოვი თავის ურთიერთობას რუსეთის პრეზიდენტთან "დიდ ჟურნალისტურ ბედნიერებას" უწოდებს. "ასეთ ურთიერთობებზე უნდა იოცნებო", - დარწმუნებულია ჟურნალისტი.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.