loader

LIVE: რა ხდება ამ წუთებში ლონდონში, სადაც პარლამენტთან სროლის შედეგად 6-დან 10-მდე ადამიანი დაშავდა - თავდამსხმელი ლიკვიდირებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

LIVE: რა ხდება ამ წუთებში ლონდონში, სადაც პარლამენტთან სროლის შედეგად 6-დან 10-მდე ადამიანი დაშავდა - თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

დიდი ბრიტანეთის პარლამენტთან თავდამსხმელი მამაკაცი ლიკვიდირებულია. "გარდიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ თემთა პალატის თავმჯდომარე დევიდ ლიდინგტონმა დეპუტატებს განუცხადა. ის კოლეგების წინაშე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ პოლიციამ თავდამსხმელს ესროლა. მან ასევე დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მანამდე ბოროტმოქმედმა პოლიციელს დანით ჭრილობა მიაყენა. ამ დროისთვის დეპუტატებს მიეცათ მითითება, რომ დარჩნენ ადგილებზე.

თემთა პალატის წარმომადგენლების განცხადებით, მათ სამი-ოთხი გასროლის ხმა გაიგეს. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის შენობასთან სროლების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" პარლამენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. სხვა ინფორმაციით, დაშავებულია 6-დან 10-მდე ადამიანი.

ასევე იხილეთ: თავდამსხმელი, რომელმაც ლონდონში პარლამენტთან ადამიანები დაჭრა, ვესტმინსტერის ხიდთან ფეხით მოსიარულეებსაც დაეჯახა