loader

ხელკეტებით და ცრემლსადენი გაზით დარბეული აქცია მოსკოვში - დაკავებულია ალექსეი ნავალნი და 130-ზე მეტი ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხელკეტებით და ცრემლსადენი გაზით დარბეული აქცია მოსკოვში - დაკავებულია ალექსეი ნავალნი და 130-ზე მეტი ადამიანი

მოსკოვში დღეს გამართულ ანტიკორუფციულ მიტინგზე 130-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. ამის შესახებ tvrain.ru იუწყება.
მედიასაშუალების ინფორმაციით, დაკავებისას პოლიციამ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქციაზე რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, აქციის ორგანიზატორი ალექსეი ნავალნიც დააკავეს.
მსგავსი ანტიკორუფციული აქცია რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა.
რამდენიმე კვირის წინ ალექსეი ნავალნის ორგანიზაციამ რუსეთის პრემიერმინისტრ დიმიტრი მედვედევის კორუფციული გზით ქონების დაგროვების შესახებ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.