loader

იერუსალიმში, სრულყოფილი რესტავრაციის შემდეგ, იესოს საფლავი იხსნება - რას იუწყება CNN-ი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იერუსალიმში, სრულყოფილი რესტავრაციის შემდეგ, იესოს საფლავი იხსნება - რას იუწყება CNN-ი

იერუსალიმში, სრულყოფილი რესტავრაციის შემდეგ, იესოს საფლავი იხსნება, - ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
საფლავი ქრისტიანული კვარტლის შუაგულში მდებარეობს. ადგილზე, სადაც იესოს საფლავი მდებარეობს, 9-თვიანი სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ აღდგენით პროცესს მორწმუნეებისთვის ლოცვისას დისკომფორტი არ შეუქმნია, ვინაიდან სამუშაოები, ძირითადად, ღამით მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს იესოს საფლავზე არქეოლოგებმა, მარმარილოს ფილის ქვეშ, დიდი რაოდენობით ქვები აღმოაჩინეს. მათი მიზანი იყო გაერკვიათ, როგორ გამოიყურებოდა იმ ქვის ორიგინალური ზედაპირი, რომელზეც, გადმოცემის თანახმად, მაცხოვრის სხეული დაასვენეს. კვლევის საბოლოო მიზანი იყო, დადგენილიყო, როგორ გამოიყურებოდა მაცხოვრის საფლავი თავდაპირველად.

სახარების თანახმად, ქრისტეს სხეული ჯვარცმის შემდეგ მთაში გამოკვეთილ ერთ-ერთ გამოქვაბულში დაასვენეს. სწორედ იქ მოხდა მესამე დღეს იესოს აღდგომა. წმინდა ელენემ, რომელიც IV საუკუნეში გათხრებს აწარმოებდა გოლგოთაზე, იპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს და შემდეგ ამ ადგილას მაცხოვრის საფლავის ეკლესია ააგო.