loader

Daily Mail მელანია ტრამპს მორალური ზიანისთვის 3 მილიონ დოლარამდე გადაუხდის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Daily Mail მელანია ტრამპს მორალური ზიანისთვის 3 მილიონ დოლარამდე გადაუხდის

გამოცემა Daily Mail აშშ-ის პირველი ლედის მორალური ზიანისთვის ბოდიშს მოუხდის და 3 მილიონ დოლარამდე თანხას გადაუხდის. ინფორმაციას ამის შესახებ დასავლური მედია ავრცელებს. როგორც ცნობილი გახდა , საქმე 2016 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ სტატიას ეხება. მაშინ გამოცემამ მელანია ტრამპის წარსულში გადაღებული პიკანტური ფოტოები გამოაქვეყნა და მისი თავისუფალი ცხოვრების წესის შესახებ სტატია დაწერა. დონალდ ტრამპის მეუღლემ სასამართლოში იჩივლა. მისი ადვოკატის განცხადებით, მელანია მოდელი იყო და ფოტოებიც იმ დროსაა გადაღებული. სასამართლომ გადაწყვეტილება აშშ-ის პირველი ლედის სასარგებლოდ გამოიტანა და Daily Mail-ს ფულადი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.