loader

ავიაკატასტროფა ლისაბონთან: თვითმფრინავი ჰაერში აფეთქდა და საცხოვრებელ კვარტალში ჩამოვარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავიაკატასტროფა ლისაბონთან: თვითმფრინავი ჰაერში აფეთქდა და საცხოვრებელ კვარტალში ჩამოვარდა

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონთან ახლოს, მცირე ზომის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი ჰაერში აფეთქდა და საცხოვრებელ კვარტალში, ერთ-ერთ სუპერმარკეტთან ჩამოვარდა.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, თვითმფრინავის სამი მგზავრი და პილოტი დაიღუპა. გარდაცვლილია იმ საცხოვრებელი რაიონის მცხოვრებიც, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა.

შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ. ადგილზე მივიდა ქვეყნის პრეზიდენტი მარსელო რებელუ დუ სოზა. თვითმფრინავს შვეიცარიის რეგისტრაცია ჰქონდა და მარსელის მიმართულებით მიფრინავდა.