loader

უახლესი ვიდეომასალა სტამბოლიდან, სადაც ახლახან პოლიციამ 207 დემონსტრანტი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უახლესი ვიდეომასალა სტამბოლიდან, სადაც ახლახან პოლიციამ 207 დემონსტრანტი დააკავა

სტამბოლის პოლიციამ ტაქსიმის მოედანზე 207 დემონსტრანტი დააკავა, - იუწყება სააგენტო "როიტერსი". პოლიციელებმა დემონსტრანტებს დაახლოებით 40 "მოლოტოვის კოქტეილი", 17 ხელყუმბარა, 176 ფოიერვერკი და რამდენიმე პლაკატი ჩამოართვეს.

სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე, პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქცია მშრომელთა საერთაშორისო დღის ფარგლებში ტარდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მიერ აკრძალული იყო.

აღსანიშნავია, რომ 24 აპრილს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ ტაქსიმის მოედანზე საპირველმაისო ღონისძიებები არ ჩატარდებოდა.