loader

დაჭრა მიტინგის დროს - ბელგიაში "მუშათა პარტიის" პრესმდივანს თავს დაესხნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაჭრა მიტინგის დროს - ბელგიაში "მუშათა პარტიის" პრესმდივანს თავს დაესხნენ

ბელგიის ქალაქ ლიეჟში პირველ მაისთან დაკავშირებულ შეკრებაზე უცნობი მამაკაცი ბელგიის მემარცხენე "მუშათა პარტიის" პრესმდივანს რაულ ჰედებაუს დანით თავს დაესხა. ინტერნეტში ამ ფაქტის ამსახველი ვიდეოც დაიდო.

ჰედებაუზე თავდასხმასთან დაკავშირებით პროკურატურაში განაცხადეს, რომ თავდამსხმელი 1954 წელს დაბადებული პირია, წარმოშობით თურქი და ქალაქ ლიეჟის მცხოვრებია.

თვითმხილველის განცხადებით, მამაკაცი პარტიის პრესმდივანს ზურგიდან მიუახლოვდა და ფეხში დაჭრა, შემდეგ კი დანა დამალა. ჰედებაუმ უმნიშვნელო ჭრილობა მიიღო, დამნაშავე კი დაკავებულია. პროკურატურა თავდასხმის პოლიტიკურ მოტივს არ გამორიცხავს.