loader

პრეზიდენტ მაკრონის გერი CNN-თან დედისა და მამინაცვლის ურთიერთობაზე ალაპარაკდა - "ყველა არ იზამდა ამას, რომ მოსულიყო და მისი ხელი ეთხოვა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზიდენტ მაკრონის გერი CNN-თან დედისა და მამინაცვლის ურთიერთობაზე ალაპარაკდა - "ყველა არ იზამდა ამას, რომ მოსულიყო და მისი ხელი ეთხოვა"

პირველი სიუჟეტი, რომელსაც CNN-ი საფრანგეთის პირველ ლედის უძღვნის, აქცენტს მოსწავლე-მასწავლებლის რომანზე აკეთებს.

საფრანგეთის არჩეული პრეზიდენტისა და მისი მეუღლის, ბრიჯიტ ტრონოს ურთიერთობამ მთელი მსოფლიო დაატყვევა, - ასე იწყება CNN-ის მიერ მომზადებული პირველი სიუჟეტი საფრანგეთის პირველ ლედიზე.
სიუჟეტის ავტორი აქცენტს მათ შორის ასაკში სხვაობაზე აკეთებს და ამბობს, რომ ბრიჯიტს მისი ქმრის თანატოლი შვილი ჰყავს. ამავე სიუჟეტში დედისა და მამინაცვლის ურთიერთობაზე ბრიჯიტის ქალიშვილი საუბრობს. როგორც ირკვევა, მაკრონმა მას დედის ხელი ოფიციალურად სთხოვა.

"ეს მისი მხრიდან ძლიერი ნაბიჯი იყო. ყველა არ იზამდა ამას, რომ მოსულიყო და მისი ხელი ეთხოვა და მან (მაკრონმა) იცოდა, რომ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო და ის ასე მოიქცა...", - ამბობს ტიფანი ოზიე, პრეზიდენტ მაკრონის გერი.