loader

ნიუ-იორკში მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულეებში შევარდა - გარდაიცვალა ერთი ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიუ-იორკში მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულეებში შევარდა - გარდაიცვალა ერთი ადამიანი

ნიუ-იორკის ცენტრალურ მოედანზე, თაიმს სქვერზე 46/7 ავენიუზე მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ამის შესახებ „სი-ბი-ეს“-ი იუწყება. სააგენტო „როიტერი“ ერთი გარდაცვლილის შესახებ იტყობინება.
გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ინციდენტი წითელი ფერის ავტომანქანა „ჰონდას“ უკავშირდება. ამ დროისთვის ადგილობრივი მედია ინციდენტის დეტალებს ვერ აკონკრეტებს.
ვრცელდება თვითმხილველების ინფორმაცია, რომ დაშავებულია ათამდე ფეხით მოსიარულე. ინციდენტის ადგილი პოლიციამ გადაკეტა.
„როიტერის“ ინფორმაციით, ავტომანქანა საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა და ტროტუარზე შევარდა. ასევე გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ პოლიცია სავარაუდოდ მძღოლს აკავებს.