loader

საზარელი მკვლელობა რუსეთში: სუფრასთან სტუმარს გაეხუმრნენ, მან კი 9 ადამიანი მხეცურად მოკლა (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საზარელი მკვლელობა რუსეთში: სუფრასთან სტუმარს გაეხუმრნენ, მან კი 9 ადამიანი მხეცურად მოკლა (+18)

რუსეთში, ტვერის ოლქში მასობრივი მკვლელობა მოხდა. სააგარაკო ტიპის დასახლებაში მომხდარ სროლას 9 ადამიანი ემსხვერპლა. გადარჩა მხოლოდ ერთი გოგონა. კადრები, რომლებიც რუსულმა მედიამ გაავრცელა, სწორედ იმ სახლშია გადაღებული, სადაც სასაკლაო მოაწყვეს. კადრში ჩანს არა მარტო სახლის ფრაგმენტები, არამედ ცხედრებიც. თავდაპირველად გავრცელებული ცნობით, მკვლელი სოფელში ელექტრიკოსად მუშაობდა. თუმცა, ბოლო ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც 9 ადამიანი მხეცურად მოკლა, დედაქალაქ მოსკოვში დღიურ მუშად მუშაობდა და იმ სოფელში დასასვენებლად იყო ჩასული. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა სუფრასთან წარმოშობილ კონფლიქტს მოჰყვა. მოკლულია 20-დან 40 წლამდე ასაკის 4 ქალი და 5 მამაკაცი. გადარჩა მხოლოდ 21 წლის გოგონა, რომელმაც ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. ცნობილია მკვლელობის იარაღიც. ჯერ-ჯერობით მკვლელის ვინაობა არ ხმაურდება.