loader

სროლა პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან: პოლიციამ მამაკაცს ცეცხლი გაუხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სროლა პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან: პოლიციამ მამაკაცს ცეცხლი გაუხსნა

პარიზის პოლიციამ პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან სპეცოპერაცია ჩაატარა. ამის შესახებ საუბარია პოლიციის მიერ „ტვიტერზე“ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტელეკომპანია BFMTV-ის ინფორმაციით, პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა მამაკაცს, რომელიც ტაძრის სიახლოვეს ჩაქუჩით ცდილობდა თავს დასხმოდა სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომელს.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, თავდამსხმელი დაიჭრა და მისი განიარაღება მოხდა. ხელისუფლებამ ტურისტებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს მოუწოდა, მოერიდონ აღნიშნულ უბანს.