loader

მომენტი, რომელშიც ჩანს, როგორ ემზადებოდნენ ტერორისტები ლონდონის ტერაქტამდე 5 დღით ადრე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მომენტი, რომელშიც ჩანს, როგორ ემზადებოდნენ ტერორისტები ლონდონის ტერაქტამდე 5 დღით ადრე

ლონდონის პოლიციის ინფორმაციით, 3 ივნისის ტერაქტთან დაკავშირებით დაკავებული ყველა პირი ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.

სამაგიეროდ, მათ ტერაქტის განხორციელებაში მონაწილეთა ვინაობა დაასახელეს. ესენი გახლავთ: რაშიდ რედვანი და 27 წლის ხურამ ბათი. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.

როგორც პოლიცია აცხადებს, სამი ტერორისტი ლონდონის ხიდზე ავტომანქანით ხალხის ჯგუფს დაეჯახა. შემდეგ მათ ბორო-მარკეტთან გადაინაცვლეს, სადაც მანქანიდან გადმოვიდნენ და დანებით დაესხნენ თავს გამვლელებს.

ტერაქტს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, 48 მძიმედ დაშავდა. მათგან 21-ის მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულთა შორის კი ოთხი პოლიციელია.