loader

განგაში კიოლნის აეროპორტში - რა მოხდა თვითმფრინავში, რომელიც ლონდონში მიფრინავდა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

განგაში კიოლნის აეროპორტში - რა მოხდა თვითმფრინავში, რომელიც ლონდონში მიფრინავდა?

გერმანიაში, ქალაქ კიოლნის საერთაშორისო აეროპორტში სამი ბრიტანელი მამაკაცი დააკავეს. ისინი ლუბლიანადან გამოემგზავრნენ და ლონდონში მიდიოდნენ. უსაფრთხოების სამსახური თვითმფრინავის პილოტმა გააფრთხილა და აუწყა, რომ მგზავრებს შორის სამი მამაკაცი ტერორისტულ საკითხებზე საუბრობდა. პილოტმა თვითმფრინავი კიოლნის აეროპორტში დასხვა, სადაც სამართალდამცველებმა უცნობი მამაკაცები დააკავეს. პოლიციელებმა ეჭვმიტანილების ბარგი ბორტიდან უსაფრთხო ადგილას გადაიტანეს და გაანადგურეს. როგორც შემდეგ გაირკვა, დაკავებულების ბარგში საეჭვო არაფერი იყო. პარალელურად თვითმფრინავიდან 151 მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა.