loader

რას ამბობს პუტინი ქალიშვილებსა და სიძეებზე, ანუ მათზე, ვის შესახებაც მედიისთვის თითქმის არაფერია ცნობილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს პუტინი ქალიშვილებსა და სიძეებზე, ანუ მათზე, ვის შესახებაც მედიისთვის თითქმის არაფერია ცნობილი

დოკუმენტური ფილმი რეჟისორმა ოლივერ სტოუნმა გადაიღო. პირველი სერია Showtime-ზე გავიდა. მისი მთავარი გმირი კი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია. ფილმსაც შესაბამისად ჰქვია: "ინტერვიუ პუტინთან".

ასევე ნახეთ| როგორ მოიქცეოდა პუტინი, გეისთან ერთად რომ საშხაპეში აღმოჩნდეს - რას პასუხობს პრეზიდენტი ოლივერ სტოუნის პროვოკაციულ კითხვას

ოლივერ სტოუნის კითხვაზე, უყვარს თუ არა კრემლის ლიდერს შვილიშვილები, პუტინმა უპასუხა, რომ "ძალიან", თუმცა აღნიშნა, რომ მათთან სათამაშოდ დრო, ფაქტობრივად, არ რჩება. ოჯახზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ამაყობს ქალიშვილებით. მან ასევე აღიარა, რომ ხშირად აწყობს დისკუსიებს სიძეებთან, მოსაზრებები ხშირად განსხვავებულია.

"არ ვკამათობთ. უბრალოდ, დისკუსიას ვმართავთ. ჩემი ქალიშვილებიც ხშირად ერთვებიან, თუმცა არც ერთია დაკავებული პოლიტიკით და არ ფლობს მსხვილ ბიზნესს. ისინი მეცნიერებისა და განათლების სფეროში მოღვაწეობენ".

ვლადიმერ პუტინს ყოფილი ცოლისგან - ლუდმილასგან ორი ქალიშვილი - მარია და კატერინა ჰყავს. მათი ცხოვრების შესახებ ოფიციალურად არაფერია ცნობილი. მედიის ცნობით კი, მარია მეცნიერებითაა დაკავებული, მისი ქმარი კი ჰოლანდიელი ბიზნესმენია. მათ ქალიშვილიც ჰყავთ. ჟურნალისტების ცნობით, კატერინა ტიხონოვას გვარს ატარებს და ფონდ "ინოპრაქტიკას" ხელმძღვანელობს. მისი ქმარი კი მილიარდერი კირილ შამალოვია. თუმცა პუტინი ამას არასდროს აღიარებდა.