X
რუსეთში 6 წლის ბავშვი, რომელიც მანქანამ გაიტანა, ექსპერტიზამ მთვრალად ცნო
12:26 / 19-06-2017
რუსეთში, მოსკოვის ოლქის ქალაქ ჟელეზნადაროჟნიში მიმდინარე წლის 23 აპრილს ტრაგიკული ინციდენტი მოხდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ახალგაზრდა ქალმა, რომელიც მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა, 6 წლის ბიჭუნას სიცოცხლე იმსხვერპლა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მანქანას მართავდა 31 წლის ოლგა ალისოვა, რომელიც ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის ცოლია. ქალი მოძრაობდა 50 კმ/სთ სიჩქარით და თან მობილურზე საუბრობდა. მსხვერპლი ექვსი წლის ბიჭუნა - ალექსეი შიმკოა, რომელსაც მძღოლმა დაარტყა და ათეულობით მეტრი ათრია. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულის თქმით, ბავშვი თავად ჩაუვარდა მანქანას ბორბლებში. ავარიის შემდეგ ჩატარდა ექსპერტიზა, რომელმაც შოკისმომგვრელი შედეგი აჩვენა - თითქოს, 6 წლის ბიჭუნა ძლიერ მთვრალი იყო (მის სისხლში როგორღაც აღმოჩნდა 2,7 პრომილე ალკოჰოლი, რაც ერთ ბოთლ არაყს უდრის) და როგორც გამომძიებლებმა "დაადგინეს", ის თავად ჩაუვარდა მანქანას.

ბავშვის მშობლებმა დასკვნის შემდეგ განმეორებითი კომპლექსური ექსპერტიზა მოითხოვეს. "დასკვნაში წერია, რომ ჩემს შვილს ერთი ბოთლი არაყი ჰქონდა დალეული და ასეთ მდგომარეობაში სიარულის თავი ჰქონდა და თან თავად შეუვარდა მანქანას ბორბლებში. ეს უსინდისობის ყოველგვარ საზღვარს სცილდება", - ამბობს ბიჭუნას
მამა რომან შიმკო. აღსანიშნავია, რომ შემთხვევის ადგილიდან გაქრა ქუჩის კამერების ჩანაწერები, განადგურებულია რიგი სამხილები და არ ჩატარებულა საკვანძო ექსპერტიზები. ამასთან, შემთხვევის თვითმხილველებს წნეხში ამყოფებდნენ და გამოძიება დიდი ხნის მანძილზე არ იწყებოდა.

ეჭვმიტანილი ოლგა ალისოვა მომხდარზე არანაირ კომენტარს არ აკეთებს. ცნობილია, რომ ის პოდმოსკოვიეში კავშირგაბმულობის ქსელში მუშაობს, მისი მეუღლე კი ორგანიზებული დამნაშავეთა ჯგუფის წევრია, რომლის ანგარიშზეც მკვლელობები, ხალხის გატაცება, გამოძალვა, ქურდობები და გაუპატიურებაა.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
"გოგონებს მთაში იტაცებენ, მათ მეგობარ მამაკაცებს კი, ზღვაში გარდაცვლილებს პოულობენ" - რუსი ტურისტი ქალის შოკისმომგვრელი ისტორიები აფხაზეთიდან
კარგად დააკვირდით: ეს არ არის ფოტო
კადრები, რომელიც ცხადყოფს, რომ ხატია ბუნიათიშვილსა და ორლანდო ბლუმს შორის სერიოზული აღარაფერი ხდება
სააკაშვილის მიერ სარკეში გადაღებული პირველი სელფი ინტერნეტჰიტად იქცა (გამოხმაურებები)
ქართველი გოგონას მიერ დადგმული ცეკვა ქორწილში, რომელმაც მაყურებელი აღაფრთოვანა
რუსი პრანკერების სკანდალური ჩანაწერი, სადაც ისინი თითქოსდა, საქართველოს შს მინისტრს სააკაშვილზე ესაუბრებიან
"მთელი ჩემი ცხოვრება მოქმედებაა და არ კვდება" - შინაიდ ო'კონორი აცხადებს, რომ ოჯახმა მიატოვა და თვითმკვლელობაზე ფიქრობს
ფულის ცვენა სომხურ ქორწილში