loader

რა იყო 23-ე სართულზე გამოკეტილი წყვილის უკანასკნელი სულისშემძვრელი სურვილი მშობლებთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა იყო 23-ე სართულზე გამოკეტილი წყვილის უკანასკნელი სულისშემძვრელი სურვილი მშობლებთან

სიკვდილის პირისპირ23-ე 23-ე სართულზე გამოკეტილი  23-ე სართულზე გამოკეტილმა წყვილმა, გლორია ტრევისანმა და მარკო გოტარდიმ, ცეცხლში გახვეული შენობიდან, მას შემდეგ რაც უიმედოდ დარჩნენ, ოჯახის უახლოეს წევრებთან დარეკეს.
მათი ცხოვრების უკანასკნელ მომენტში, მათ მშობლებთან დასამშვიდობებლად დარეკეს, გლორია ტრევისანმა დედას უთხრა: „მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გაგიკეთებია“. მათმა საუბარმა მშობლები უიმედოდ დატოვა, თუმცა ქმარი ცდილობდა ცოლი დაეწყნარებინა და პანიკას არ აყოლოდა, თუმცა უშედეგოდ. წყვილი ლონდონში საცხოვრებლად 3 თვის წინ სამსახურის საშოვნელად გადავიდა.14 ივნისს, გამთენიისას ლონდონში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, შენობა მთლიანად დაიწვა. ოფიციალური წყაროების ცნობით, ამ დროისათვის დასტურდება 17 ადამიანის გარდაცვალება, 100 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა, ათობით ადამიანი სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა კატეგორიის დამწვრობებითა და დაზიანებებით არიან გადაყვანილნი. რამდენიმე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.