loader

როგორ ცდილობდა ნატო-ს გამანადგურებელი F-16 რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავთან მიახლოებას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ცდილობდა ნატო-ს გამანადგურებელი F-16 რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავთან მიახლოებას

ნატო-ს გამანადგურებელი F-16 შეეცადა, რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თვითმფრინავს მიახლოებოდა. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, რუსულმა გამანადგურებელმა Су-27-მა ნატო-ს გამანადგურებლის ეს მცდელობა აღკვეთა.
შემთხვევა ბალტიის ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე მოხდა, როდესაც რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავი კალინინგრადიდან ბრუნდებოდა.
სერგეი შოიგუს თვითმფრინავს ესკორტის სახით საზღვაო ავიაციის Су-27-ის გამანადგურებლები მიჰყვებოდა. ნატო-ს ერთ-ერთი გამანადგურებელი შეეცადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავთან მიახლოებას, თუმცა მათ შორის რუსული გამანადგურებელი გაჩნდა, რის შემდეგაც F-16-მა უკან დაიხია.