loader

კიევში 2 ქართველი მოკლეს - რას უკავშირდება 27 წლის მამაკაცისა და მისი ახლობლის მკვლელობა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კიევში 2 ქართველი მოკლეს - რას უკავშირდება 27 წლის მამაკაცისა და მისი ახლობლის მკვლელობა?

27 წლის ბიჭს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავისა და გულ-მკერდის არეში ესროლეს - ბექა წაწკრიალაშვილის ცხედარი კიევში, საკუთარ ბინაში იპოვეს. ინფორმაციას ინტერნეტ-პორტალი Front News ავრცელებს. ბინაში სამართალდამცველებმა კალაშნიკოვის ავტომატური იარაღი, მაკაროვის ცეცხლსასროლი იარაღი და ტყვიები აღმოაჩინეს. მკვლელობაში 60 წლის კაცია ეჭვმიტანილი, რომელთან ერთადაც წაწკრიალაშვილი ბოლოს 26 ივნისს ნახეს. სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, თუ როგორ დაკეტა ეჭვმიტანილმა მოკლულის ბინის კარი. პოლიცია ვარაუდობს, რომ წაწკრიალაშვილის ბინიდან მკვლელმა გაყიდული მანქანის ფული წაიღო. ცნობილი ხდება ასევე, რომ 25 ივნისს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მოკლეს, რომელიც წაწკრიალაშვილის მეგობრის ძმა იყო.