loader

ხანძარი ლონდონში - მშენებარე საცხოვრებელ კომპლექსს ცეცხლი გაუჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხანძარი ლონდონში - მშენებარე საცხოვრებელ კომპლექსს ცეცხლი გაუჩნდა

ოთხმოცამდე მეხანძრე ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში მშენებარე საცხოვრებელ კომპლექს Bow Wharf-ში ხანძარს ებრძვის. ამის შესახებ „თვითერის“ გვერდზე ლონდონის სახანძრო სამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული.

მეხანძრეთა ინფორმაციით, ხუთსართულიანი სახლის მეოთხე სართული იწვის. ვრცელდება ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ ხანძარმა სახლის ბოლო სართული და მანსარდაც მოიცვა. ვინაიდან შენობა დაუსრულებელია, მასში არავინ იმყოფებოდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ კომპლექსში ზოგიერთი ბინა უძრავი ქონების ბაზარზე იყო გატანილი, რომელთა ფასიც 1 მლნ ფუნტ-სტერლინგს აჭარბებს.

ცნობილია, რომ 14 ივნისს ხანძარმა ლონდონში 24 სართულიანი საცხოვრებელი სახლი გაანადგურა, რომელშიც 600 მობინადრე ცხოვრობდა. ხანძარს 80 მათგანი მესხვერპლა.