loader

რუსეთში დედამ აივ ვირუსით დაავადებული შვილის მკურნალობაზე უარი თქვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთში დედამ აივ ვირუსით დაავადებული შვილის მკურნალობაზე უარი თქვა

რუსეთში დედამ აივ ვირუსით დაავადებული შვილის მკურნალობაზე უარი თქვა, რის გამოც ის სასამართლოს წინაშე წარსდგება. როგორც აღმოჩნდა, დედამ, რომელიც ასევე დაინფიცირებული იყო, არ დაიცვა უსაფრთხოების ზომები და საკუთარი ჩვილი გოგონა ექიმებთანაც კი არ მიიყვანა. ამის სანაცვლოდ მან მიმართა ფორუმებს, სადაც გაიცნო ე. წ. აივ დისიდენტი ადამიანები, რომლებისგანაც რჩევებს იღებდა. ქალბატონი ასევე აივ დისიდენტი გახდა და დაიჯერა, რომ აივ ვირუსი გამოგონილია და რეალურად არ არსებობს. შედეგად მისი
3 წლის გოგონა გარდაიცვალა. ახლა დედას სასამართლოს წინაშე მოუწევს წარდგომა.